უსაფრთხო შავი ზღვა არის უსაფრთხო ევროატლანტიკური სივრცის გარანტია“

უსაფრთხო შავი ზღვა არის უსაფრთხო ევროატლანტიკური სივრცის გარანტია“

შავ ზღვაზე რუსეთის შეკავების სქემაში საქართველოსთვის დახმარებაა გათვალისწინებული. ანალიტიკურ ცენტრ „რენდ ქორპორეიშენის“ ანგარიშის მიხედვით, რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციამ და მილიტარიზაციამ, შავი ზღვის ფლოტის განახლებამ და სამხრეთ სამხედრო ოლქში ძალების გაფართოებამ, რეგიონში მოსკოვის ბერკეტები გააძლიერა, რომლის მიზანი მეზობლების დაუცველად დატოვებაა, რომ რუსეთის პოლიტიკურ–ეკონომიკური და მავნებლური გავლენა შეუფერხებლად განხორციელდეს.

ანგარიშის თანახმად, დასავლეთის პასუხი ბულგარეთსა და რუმინეთში თანამედროვე საჰაერო და სანაპირო თავდაცვის სისტემების განთავსება, ნატო–ს წვრთნების გაფართოება და უკრაინისთვის და საქართველოსთვის დახმარების აღმოჩენა უნდა იყოს, რათა მათ ეროვნული თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარება შეძლონ.

შავი ზღვის რეგიონში რუსული სამხედრო გაძლიერებით შეშფოთებულია ალიანსი. ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის განცხადებით, ნატო ამიტომაც აძლიერებს თანამშრომლობას საქართველოსა და ნატოს საზღვაო ძალებს შორის. როუზ გოტმიოლერის განცხადებით, საქართველო ნატო–ს უახლოესი პარტნიორია.

„ნატო–ს კარი ღია რჩება, მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ გააჟღერეს საქართველოს მხარდაჭერა სუვერენიტიტის, უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის მისამართით. რუსეთს მოვუწოდებთ, გაიწვიოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარება და გაიყვანოს საქართველოს ამ რეგიონებიდან ჯარები. ჩვენ ასევე შეშფოთებული ვართ, შავი ზღვის რეგიონში რუსული სამხედრო გაძლიერებით და ამიტომაც ვაძლიერებთ თანამშრომლობას საქართველოსა და ნატოს საზღვაო ძალებს შორის“, – განაცხადა როუზ გოტმიოლერმა.

ნატო–ში აშშ–ის მუდმივი წარმომადგენელი, ქეი ბი ჰაჩინსონი აცხადებს, რომ რუსეთის ტაქტიკის ნაწილია, დააზიანოს საქართვლოს თავისუფლების შანსები ან ის რეფორმები, რომლესაც საქართველო ატარებს ნატო–ში გასაწევრიანებლად.

„ჩვენ გვსურს, რუსეთმა დატოვოს ოკუპირებული ტერიტორიები, რომლებიც ახლა უკანონოდ აქვს დაკავებული და მისცეს საქართველოს საშუალება იყოს ერთიანი და თავისუფალი ქვეყანა. რუსეთი ცდილობს, არ მისცეს საშუალება საქართველოს ჰქონდეს ის თავისუფლება, რომლსაც ქართველი ხალხი იმსახურებს. ეს, რა თქმა უნდა, რუსეთის ტაქტიკის ნაწილია, დააზიანოს საქართვლოს თავისუფლების შანსები ან ის რეფორმები, რომლესაც საქართველო ატარებს ნატო–ში გასაწევრიანებლად. რუსეთს არ მოსწონს ნატო და ის ახალ წევრებს გაწევრიანების საშუალებას არ აძლევს“, – განაცხადა ქეი ბი ჰაჩინსონმა.

პრემიერ–მინისტრის გიორგი გახარიას შეფასებით, უსაფრთხო შავი ზღვა არის უსაფრთხო ევროატლანტიკური სივრცის გარანტია. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში მეხუთე სტუმრობა პირდაპირ მიუთითებს ნატო–ს მიერ საქართველოს მხარდაჭერაზე.

„სულ ახლა ნატო–სა და საქართველოს თანამშრომლობაში გაჩნდა ახალი სივრცე, რომელიც ეხება შავი ზღვის უსაფრთხოებას. ჩვენ ყველას გვესმის, რომ უსაფრთხო შავი ზღვა არის უსაფრთხო ევროატლანტიკური სივრცის გარანტია. ყირიმის ანექსიის შემდგომ მოხდა რუსეთის გაძლიერება შავი ზღვის სივრცეში და, რა თქმა უნდა, ნატო–ს წარმომადგენლობა შავ ზღვაში არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი ბალტიის ქვეყნების ნატო–ში მიღების წინააღმდეგიც იყო, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მაინც იქნა მიღებული. როგორც სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, ნატო–ში შესვლა, ეს არ არის რაღაც ნიშნების დაგროვება, არ არის გამოცდა, სადაც თუ დააგროვე საჭირო ნიშნები, ავტომატურად მიგიღებენ. პრეზიდენტის თქმით, ამ საკითხში ავტომატიზმი არ არსებობს და საქართველო აკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა.

„ჩვენ ვიცით, რომ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭირო არის. სხვათა შორის, ეს აღიარებულია. დღეს ჩვენ ვართ შემდეგი ჯგუფის წინამორბედები. ყველაზე უფრო ეფექტიანად ვასრულებთ დავალებებს, მაგრამ ჯერ არ არის მიღებული ის ერთობლივი კონსენსუსის გადაწყვეტილება, რომელიც არის ყველა ქვეყნის სუვერენული უფლება, მიიღოს გადაწყვეტილება. გვაქვს დიდი იმედი და ძალიან ბევრი ჩვენი პარტნიორი ამას მხარს უჭერს.

სიტუაცია ნატო–ში, ევროკავშირში, ნახსენები იყო ბრექსიტის საკითხი... აქ არის სხვა გარემოებები, რომელიც განაპირობებს იმას, რომ შეიძლება, ფრთხილობენ დღეს ახალი გადაწყვეტილებების მიღების მიმართ. მინდა, ერთ რამეს ხაზი გავუსვა, ეს არ ეხება რუსეთს. რუსეთი, ალბათ, ყოველთვის იქნება და წინა გადაწყვეტილებებშიც იყო კატეგორიულად წინააღმდეგი ბალტიის ქვეყნების მიღების მიმართ, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მაინც მიღებული იქნა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სტრატეგიის და განვითარების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ, ლევან დოლიძის განცხადებით, რუსეთის მთავარი სამიზნე უახლოეს პერიოდში იქნება ჩვენი საზოგადოების ერთობა და ერთიანობა ჩვენი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ამოცანების გარშემო. მისი თქმით, საქართველო მზად უნდა იყოს სამომავლო გამოწვევებისთვის.

„ვფიქრობ, ჩვენს რეგიონში, ისევე, როგორც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების მარტივი, თუნდაც ზედაპირული ანალიზიც კი საკმარისია იმისთვის, რომ რუსეთის მთავარი სამიზნე უახლოეს პერიოდში იქნება სწორედ ჩვენი საზოგადოების ერთობა და ერთიანობა ჩვენი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ამოცანების გარშემო.

რუსეთი მაქსიმალურად შეეცდება, ხელი შეუწყოს ფრაგმენტაციას და დაქსაქსულობას, რომ ჩვენ ვიყოთ გაცილებით სუსტები იმ სამზადისის და იმ გამოწვევების წინაშე, რომელიც შეიძლება, მომავალში გვქონდეს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ საზოგადოების კონსოლიდაციისთვის, კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ სახელმწიფო უწყებები, გავაძლიეროთ კოორდინაცია უწყებებს შორის და ვიყოთ მზად იმ კონკრეტული გამოწვევებისთვის, რომელიც ჩვენ მომავალში გვექნება“, – აღნიშნა ლევან დოლიძემ.

trampi უსაფრთხო კი არა ........საფრთხე აი მერე ნახეთ......
მუქთად ჩვენთვის არავინ არაფერს არ ააშენ-გააკეთებს
მერე ნახეთ......აქლემების ჩხუბში კოზაკები იჭყლიტებოდნენო
ისე კი..... მაინც გაჭყლეტილები ვართ, მაგრამ სჯობია მაგათ ისევ სხვაგან,იქეთ სადმე წყნარ ოკეანეში დასცხონ ერთმანეთს
ერთი თხა მეორე მგელი--- მე ორივეს ჩესნად ვუბალეშჩიკებდი
5 წლის უკან
სოციალისტი რა უნდა აშშ-ს სამხედრო ფლოტს შავ ზღვაში?! კარგი იქნება რუსეთის ან ირანის ფლოტმა რომ მოაწყონ ფართომაშტაბიანი მანევრები ჰუძონის ყურეში ან მისისიპის შესართავთან?! უახლოესი ისტორია გვიჩვენებს სადაც კი მივიდა (შევიდა) აშშ, ნატო ყველგან დაინგრა მშვიდობა, ატყდა სისხლისმღვრელი ომები, მათ შორის სამოქალაქო, გაუბედურდა მოსახლეობა, ათეულ მილიონობით მოსახლეობამ მიატობა საცხოვრებელი და გახდა ლტოლვილი! რა უნდათ, რას გვემართლებიან, რა ხდება, რაშია საქმე, როდის უანდერძა თემურ-ლენგმა საქართველო ააოხრეო?!
5 წლის უკან