ამერიკული რეალითი შოუს ვარსკვლავმა კიმ კარდაშიანმა და მისმა დამ კორტნიმ შვილები სომხეთში ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარში მონათლეს. ინფორმაციას სომხური და რუსული მედია ეჩმიაძინის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელზე ვაგრამ მელიქიანზე დაყრდნობით ავრცელებს. ის ნათლობის შესახებ ინფორმაციას მედიასთან ადასტურებს.
კიმ კარდაშიანი სომხეთში საინფორმაციო ტექნოლოგიების კონგრესში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. კონგრესი დღეს გაიხსნა. კიმი სომხეთში ოთხ შვილთან და კორტნისთან და მის სამ შვილთან ერთად ჩავიდა.
ეჩმიაძინი სომხური სამოციქულო ეკლესიის მონასტერი და სომხეთის კათოლიკოს-პატრიარქის ადგილსამყოფელია. 2000 წლიდან ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შედის. მონასტრის შემადგენლობაში შედის ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარი, რიფსიმეს ეკლესია (618 წ.), გაიანეს ეკლესია (650 წ.), შოკაგატის ეკლესია (1694 წ.). მონასტრის კუთვნილებაშია ასევე მუზეუმი და შუა საუკუნეების დეკორატიული ხელოვნების კოლექცია.