ჯიმ ქერიმ აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრას კარიკატურა მიუძღვნა. ამერიკელმა მსახიობმა ის Twitter-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
ქერიმ დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა ფილმის „ნათლიმამა“ სცენას შეადარა, მისი სათაური კი ასე ჟღერს: „თაღლითი მამა ზელენსკის უკეთებს შეთავაზებას, რომელზეც მას უარის თქმა არ შეუძლია“.