ნიკოლოზ ბასილაშვილმა შანხაის ტურნირი გამარჯვებით დაიწყო

ნიკოლოზ ბასილაშვილმა შანხაის ტურნირი გამარჯვებით დაიწყო

ნიკოლოზ ბასილაშვილმა შანხაის ტურნირზე პირველი შეხვედრა გამართა და გამარჯვება მოიპოვა. ქართველი ჩოგბურთელი 1/16 ფინალში ფრანგ ბენუა პერს დაუპირისპირდა, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 23-ე ადგილს იკავებს.

ნიკოლოზ ბასილაშვილს მეტოქის დასამარცხებლად 1 საათი და 34 წუთი დასჭირდა. ქართველმა 3 სეტში 6:4, 1:6, 6:1 გაიმარჯვა.

ქართველი ჩოგბურთელის მომდევნო მეტოქის ვინაობა 9 ოქტომბერს გაირკვევა. ნიკოლოზი ესპანელ პაბლო კარენო-ბუსტას და ავსტრიელ დომინიკ ტიმს შორის გამარჯვებულს შეხვდება.