ბლეიკ ლაივლის და რაიან რეინოლდსს მესამე შვილი შეეძინათ. როგორც გამოცემა People წერს, ცნობილი ჰოლივუდელი წყვილი სქესის ვინაობას ჯერჯერობით არ ამხელს. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ პატარა ნიუ-იორკში დაიბადა.
ბლეიკის ორსულობის შესახებ საზოგადოებამ მოულოდნელად გაიგო, როცა ახალი ფილმის პრემიერაზე ქმართან ერთად წამოზრდილი მუცლით გამოჩნდა.
31 წლის ბლეიკსა და 42 წლის რაიანს უკვე ჰყავთ 2 საერთო ქალიშვილი - 2 წლის ინესი და 4 წლის ჯეიმსი.