ელტონ ჯონმა მოჰყვა, რომ კიბოს ებრძოდა

ელტონ ჯონმა მოჰყვა, რომ კიბოს ებრძოდა

ბრიტანელმა მუსიკოსმა და კომპოზიტორმა ელტონ ჯონმა თავის მემუარებში დაწერა, რომ „სიკვდილს 24 საათი აშორებდა“ იმის გამო, რომ მის ორგანიზმში ინფექცია მოხვდა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს, სადაც 4 ოქტომბრიდან მუსიკოსის მემუარებიდან ფრაგმენტები ქვეყნდება.

არტისტის თქმით, 2017 წელს მას პროსტატის კიბო აღმოაჩნდა, მაგრამ ქიმიოთერაპიაზე უარი თქვა და ოპერაცია გაიკეთა. ქირურგიული ჩარევა წარმატებულ იყო, მაგრამ 10 ღის შემდეგ მან თავი ცუდად იგრძნო, რადგან ორგანიზმში ინფექცია შეეჭრა და მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა. ის ლონდონის კლინიკაში 11 დღეს იწვა. „ეს დღეები სულ ვფიქრობდი კიდევ რამდენი დამრჩა. ერთი ღამე გავათენე და ვლოცულობდი, ღმერთო არ მომკლა, კიდევ მომეცი დრო, რომ ჩემი შვილები ვნახო“, - ამბობს მომღერალი.

კლინიკიდან გამოწერის შემდეგ ელტონ ჯონმა ყველა გასტროლი გადადო და დროს ოჯახთან და ორ შვილთან ერთად ატარებდა. მუსიკოსის თქმით, ის ავადმყოფობის დროს მიხვდა, რომ მუსიკაზე მნიშვნელოვანი მისთვის ოჯახია.