23 წლის არგენტინელი ფეხბურთელი ესეკიელ ესპერონი მეექვსე სართულის სიმაღლიდან გადავარდა და გარდაიცვალა. ბუენოს-აირესში მომხდარი უბედური შემთხვევის ამის შესახებ გამოცემა Infobae წერს.
წვეულებაზე მყოფი ესპერონი ღამის 3 საათზე მეგობრებთან ერთად აივანზე გავიდა და მოაჯირს დაერყდნო, რომელიც სათანადოდ დამაგრებული არ ყოფილა, და ფეხბურთელი მეექვსე სართულის სიმაღლიდან გადავარდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოცხადდა, ესპერონი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ესპერონმა კარიერა არგენტინულ კლუბ „ოლ ბოისში“ დაიწყო, იცავდა ბრაზილიური „ინტერნასიონალისა“ და „გრემიოს“ ღირსებაც, მისი ბოლო კლუბი კი მექსიკური „ატლანტა“ იყო.