დატოვებს თუ არა მანდატს ვანო ზარდიაშვილი

დატოვებს თუ არა მანდატს ვანო ზარდიაშვილი

ქართული ოცნების წევრი, ვანო ზარდიაშვილი მანდატის დატოვებას არ ადასტურებს. ამის შესახებ დეპუტატმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

"ამ ეტაპზე არაფერი მაგდაგვარი გადაწყვეტილება არ მიმიღია, დაველოდოთ დროს და ნუ გავუსწრებთ მოვლენებს“, - განაცხადა დეპუტატმა.

26 სექტემბერს პარლამენტში, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს უსმენდნენ, ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის კონფლიქტი მოხდა.

ზარდიაშვილმა მოსამართლის მოსმენის დროს ახსენა სიტყვები „ბესელიას მორალი“, რის გამოც ბესელია ყოფილ თანაგუნდელს ხელით შეეხო. ბესელია ამბობს, რომ საბოდიშო არაფერი აქვს.