ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ჟენევის მოლაპრაკებაზე, სოფელ წნელისთან საგუშაგოს აღებას მოითხოვს

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ჟენევის მოლაპრაკებაზე, სოფელ წნელისთან საგუშაგოს აღებას მოითხოვს

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ხვალ ჟენევაში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე სოფელ წნელისთან საგუშაგოს აღებას მოითხოვს.

როგორც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებენ, დისკუსია ძალიან არასტაბილურ დროს გაიმართება, როდესაც ქართული მხარე სახელმწიფო საზღვრის ერთ მონაკვეთზე, სოფელს წნელისთან, სიტუაციას ძაბავს.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შექმნილი სიტუაციიდან იქნება ნაპოვნი ლოგიკური და დიპლომატიური გამოსავალი“, – აცხადებენ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წევრები.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 49-ე რაუნდი 8-9 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

Katana . ვინმემ თუ იცით, არ დაგვამადლოთ: ამ ე.წ. "ჟენევის ფორმატის" მრავალწლიანი არსებობის მანძილზე, რა შეიცვალა ჩვენს სასარგებლოდ, სად წავიწიეთ წინ, რა შეღავათი მივიღეთ და რაში?
5 წლის უკან
thrgg@yahoo.com და რატომ თხოულობენ საგუშაგოს აღებას?!
5 წლის უკან
thrgg@yahoo.com რა მიზეზით?
5 წლის უკან