პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი, შეწყალების საქმეზე პრეზიდენტის პოზიციას არ ეთანხმება.
„ეს მისი უფლება არაა, ეს მისი ვალდებულებაა. მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე კითხვებს არ უსვამენ, მას კითხვებს უსვამენ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე", - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა შაბათის "ქრონიკაში" ისაუბრა.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 5 ოქტომბერს კიდევ ერთხელ თქვა, რომ შეწყალებებთან დაკავშირებით განმარტებებს არ გააკეთებს. „ამ ყველაფერზე ახსნა-განმარტების მიცემის უფლება არ გამაჩნია და შეგიძლიათ მომკლათ" - განაცხადა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის შეწყალებულთა სიაში არიან, როგორც მკვლელობისთვის, ქურდობითვის, ასევე არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირში ბრალდებულიც.