„ვინც ცდილობს ეროვნულ ჩარჩოში გამოკეტოს ქრისტიანობა, ის დევნის ქრისტეს მოძღვრებას“

„ვინც ცდილობს ეროვნულ ჩარჩოში გამოკეტოს ქრისტიანობა, ის დევნის ქრისტეს მოძღვრებას“

მამა პეტრე კოლხის ფეისბუქზე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

„არ არსებობს ეროვნული სარწმუნოება, არც სარწმუნოების ეროვნულობა. არავის აქვს უფლება ქრისტე და მისი მოძღვრება ვინმემ მხოლოდ მის საკუთრებად გამოაცხადოს და რელიგიის ოკუპაცია მოახდინოს. რჩეულობა არ ნიშნავს ტრაბახს და თავის მოწონებას იმის გამო, შენ სხვაზე მეტი უპირატესობა გაქვს და დანარჩენი მეორე ხარისხოვანია. ამ ტიპის აზროვნება უკვე აცდენილია გზას და საერთო არაფერი გააჩნია ქრისტესთან.

უფლისთვის უმთავრესი ადამიანია. ადამიანი კი შეიძლება იყოს ქართველიც, ფრანგიც, არაბიც, აფრო-ამერიკელი და სხვა. ღმერთთან სიახლოვეს განსაზღვრავს არა მემკვიდრეობითი რელიგია, არამედ რწმენის თავისუფლება. ერთგულება და არა თავის მოწონება, რომ შენ მარტო ნათლისღებით ხარ მართლმადიდებელი. ქრისტიანობას არ უხდება ამპარტავნება, კადნიერება და მესიანისტური ხედვებით თავის წარმოჩენა. ვინც იესოს ერთგულია, ის სიტყვით არ ყვირის, საქმეს ავლენს. უფლის სიყვარული საყოველთაოა. სიყვარული საქმის გარეშე მკვდარია. ღმერთისთვის ყველა მისი ქმნილება თანაბრად ძვირფასია. შოვინიზმი ეროვნულ ღირსებებს ამახინჯებს. სარწმუნოებისთვის მით უფრო მიუღებელია. ვინც ცდილობს ეროვნულ ჩარჩოში გამოკეტოს ქრისტიანობა, პირველ რიგში ის დევნის ქრისტეს მოძღვრებას!", - წერს პეტრე კოლხი ფეისბუქზე.

სოციალისტი უფრო კომპეტენტური ღვთისმსახური ვერ იპოვეთ?! მაგალითად, მეუფე ანანიაა კომპეტენტური!
5 წლის უკან