“ორკესტრირებულად დამესხნენ თავს, მე ვერაფერი ვერ დამმართეს”, - ამის შესახებ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა “კავკასიის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
“ქართულ ოცნების” გუნდი ძალიან იოლად პატიობდა იდეალების დაკარგვას. იქ არ ვიყავი 2014-2015 წლებში, სანამ დაიშლებოდა კოალიცია?! რანაირად მიიღეს ის რომ გუშინ, მათვის სასურველი საპრეზიდენტო კანდიდატი ვყოფილიყავი და 2 წუთში აღმოვჩდი ის ადამიანი, ვინც საერთაშორისო ვიზიტებზე არ უნდა წასულიყო, განცხადებები არ უნდა ეკეთებინა, ვეტოები არ უნდა დაედო. ეს ხომ 2014-2015-2016 წელს იყო.
იმ პოლიტიკოსებისთვის, რომლისთვისაც მისაღები ვიყავი, როდესაც ივანიშვილმა დამოკიდებულება შეცვალა იმათმაც შეცვალეს. წამში შეიცვალა ყველაფერი. მე გავხდი მათთვის მტერი. მერე ყველა ამ ადამიანებმა თავის თავზე იწვნიეს დარტყმა პოლიტიკიდან.
ბევრი ადამიანი კი არ წამოვიდა “ქართული ოცნებიდან”, წამოვედი მე-ისინი გამოაგდეს. განსხვავება არის მანდ”, - აღნიშნა მარგველაშვილმა.