“ჩვენ პირველები ვიყავით, ვინც პრეზიდენტის შეწყალების აქტი გავაკრიტიკეთ და ვთქვით, რომ არ შეიძლება ამ ლოგიკით ადამიანების შეწყალება, დაწყებული პოლიციელის მკვლელობით, გაგრძელებული იმით, რომ შემდეგ რამდენიმე ადამიანი ვნახეთ, რომელთა შეწყალებაშიც არანაირი ლოგიკა არ იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
„დისკუსია გაიხსნა იმასთან დაკავშირებით, უნდა იყოს თუ არა საკანონმდებლო შეზღუდვები ამ თემაზე. ვფიქრობ, რომ ეს დისკუსია მალე უნდა მორჩეს, რათა ეს ხარვეზები, რაც მორალური თვალსაზრისით ჯერჯერობით ხარვეზს წარმოადგენს, უნდა აღმოვფხვრათ საკანონდებლო დონეზე, თუ ამის დახვეწილი იურიდიული მექანიზმი მოიძებნება", - განაცხადა მდინარაძემ.
როგორც ცნობილი გახდა, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მკვლელებთან და ნარკორალიზატორებთან ერთად, არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობისთვის მსჯავრდებული შეიწყალა.