„მთავარის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძე პროკურატურამ გამოკითხა. უწყების დატოვების შემდეგ მელაძემ თქვა, რომ მასაც მოაწერინეს ხელი გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე.
„რომ გითხრათ, რომ ბევრი რამ ვუთხარი, ვერა იმიტომ, რომ რამდენიმე კითხვა იყო სულ. ეხებოდა, რა პრინციპით გასცემდა ნიკა გვარამია ბონუსებს. ვუპასუხე, რომ იმ პრინციპით, ვინ რამდენი რეიტინგის აკუმულირებას ახერხებდა...ჩემი აზრით, მთავარი მიზანია, რომ მათ უნდათ ნიკას დაჭერა. რაც იქნება ცუდი, რადგან სავარაუდოდ, ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ თუ დაიჭერენ ნიკას, გააჩერებენ მთავარი არხის მაუწყებლობას. ეს ასე არ მოხდება. ნიკას ეს თავიდანვე აქვს ნათქვამი. მთავარი კიდევ უფრო გაძლიერდება, - განაცხადა პროკურატურიდან გამოსულმა ნოდარ მელაძემ.
ამავე საქმეზე საგამოძიებო ორგანოს ჩვენება მისცეს გიორგი ლაფერაშვილმა და ზაალ უდუმაშვილმა.