თინა კანდელაკი:  რუსეთში ვცხოვრობ, ყველაფერს რუსეთში მივაღწიე და ბოლომდე ვიბრძოლებ რუსეთისთვის

თინა კანდელაკი:  რუსეთში ვცხოვრობ, ყველაფერს რუსეთში მივაღწიე და ბოლომდე ვიბრძოლებ რუსეთისთვის

რუსეთში მოღვაწე ჟურნალისტი და ტელეწამყვანი თინა კანდელაკი Sputnik-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოში მთავრობას არ ჰყავს ლიდერი, რომელიც რუსეთთან ურთიერთობებს დაარეგულირებს.

როგორც მან განმარტა, აუცილებელია “მშვიდობისმყოფელის” როლი რომელიმე ადამიანმა იკისროს.

 საქართველოში მოქმედ მთავრობას არ ჰყავს ლიდერი, რომელიც ამ პროცესს გაუძღვება, რომელსაც ასეთი ამოცანა ექნებოდა. არ სჭირდება პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი. მნიშვნელოვანია, რომ ამ ამოცანისთვის კონკრეტული ადამიანი იყოს გამოყოფილი. ის, ვინც აუხსნის ყველას, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას, თანმიმდევრულად და მეთოდურად გარე წრეში, რუსეთის მიმართ. მაგრამ იმის გამო, რომ რუსეთი დიდი ქვეყანაა, რომლისთვისაც საქართველოს პრობლემა ერთ-ერთია, მათ შორის საგარეო პრობლემებიც მთავარი არ არის. გასაგებია, რომ ჩვენ, როგორც საქართველო, პირველ რიგში ურთიერთობების სტრატეგიული სიაში ნამდვილად არ ვართ.

ნაცვალსახელით “ჩვენ” ვგულისხმობ საქართველოს, სამშობლოზე სხვაგვარად საუბარი არ შემიძლია. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მოქალაქე ვარ, შვილები რუსეთში მყავს, რუსეთში ვცხოვრობ, ყველაფერს რუსეთში მივაღწიე და ბოლომდე ვიბრძოლებ რუსეთისთვის.მინდა, რომ ჩემს სამშობლოში სიტუაცია შეიცვალოს, რადგან რუსული განათლება, რუსული ტურიზმი, ექსპორტი, იმპორტი საქართველოს ეკონომიკის ნაწილია. და მთავარი ნაწილი. თქვენ იცით, რომ მრავალი ბრენდი, მაგალითად, “ბორჯომი” რუსმა ბიზნესმენებმა შეიძინეს. ყოველ ჯერზე, ვითარების ესკალაციის შემდეგ ყველაფერი იყინება. ესკალაციის წინ რუსი ბიზნესმენები ყიდულობენ მიწას, აშენებენ სასტუმროებს, ყიდულობენ ყველაზე ცნობილ ბრენდებს – არც ისე ბევრია, მაგრამ ყველაზე მეტს ისინი ყიდულობენ.

აღნიშნულის გათვალისწინებით, აუცილებელია, მეორე მხარეს გამოჩნდეს ადამიანი, ვისთვისაც ეს ნომერ პირველი ამოცანა იქნება, ვინც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობები აღდგეს. არ ვიცი, ვინ იქნება  ქართველი მშვიდობისმყოფელი, მაგრამ ვინმე უნდა გახდეს.

ipress.ge