ვიცნობ, ვიცი, როგორი ცხოვრებით ცხოვრობს - კალაძე

ვიცნობ, ვიცი, როგორი ცხოვრებით ცხოვრობს - კალაძე "ოცნების" დეპუტატზე, რომელსაც სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

თბილისის მერი კახა კალაძე საკრებულოში "ქართული ოცნების" დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის, მიმართ არსებულ ბრალდებას გამოეხმაურა, რომელსაც თანამშრომელი ქალი სექსუალური ძალადობის მცდელობისა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

"წარმოუდგენელია ადამიანს ასეთი რამ ჩაედინა, არ ვიცი. რამდენიმე წელია ვიცნობ, ვიცი, როგორი ცხოვრებით ცხოვრობს. ეს ძალიან მძიმე ბრალდებაა, დაველოდოთ გამოძიებას. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნებისმიერ ადამიანს იგივე ბრალდება წამოუყენოს, ხო? ამას სჭირდება მტკიცებულებები, სჭირდება გამოძიება და დაველოდოთ" - აღნიშნა კახი კალაძე.

შეგახსენებთ, ქალი, თამთა თოდაძე "ქართული ოცნების" დეპუტატს, ისნის მაჟორიტარს ილია ჯიშკარიანს გაუპატიურების მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

 ჯიშკარიანის თანაშემწეს ძალადობის კვალი მომხდარიდან ერთი კვირის თავზეც ეტყობა და მას სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც ადასტურებს.

"ქართული ოცნების" დეპუტატი აღნიშნულ ბრალდებაზე ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს.