თალაკვაძე დეპუტატის სექსუალურ ძალადობაზე:  თუ დამტკიცდა, იქნება სამაგალითო რეაგირება

თალაკვაძე დეპუტატის სექსუალურ ძალადობაზე:  თუ დამტკიცდა, იქნება სამაგალითო რეაგირება

თუკი თბილისის საკრებულოს დეპუტატის მიმართ წაყენებული ბრალდებები, თანამშრომელ ქალზე სექსუალურ ძალადობაზე დამტკიცდა, სამაგალითო რეაგირება იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„ეს ის შემთხვევაა, რასაც პრინციპული რეაგირება სჭირდება, აქ ვერც პარტიული სტატუსი, ვერც დასაქმება რომელიმე სამსახურში ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ამ ფაქტის შეფასებაზე. თუ ასეთი დანაშაული მოხდა, სახელმწიფო კანონს სრულად აღასრულებს", - განაცხადა თაკალვაძემ.

თავად ჯიშკარიანი ფაქტზე კომენტარს არ აკეთებს, ის ამბობს რომ შეუძლოდაა.

თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების" დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს თანამშრომელი სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.