შეწყალებების სკანდალზე პრეზიდენტისგან გარკვეულ განმარტებებს ითხოვს იუსტიციის მინისტრი.
თეა წულუკიანის თქმით, საქართველო არა სამეფო, არამედ რესპუბლიკაა და მას გარკვეული ვალდებულებები გააჩნია.
"აუცილებელია, რომ როდესაც პრეზიდენტი ამა თუ იმ პირს იწყალებს, შემდეგ თუ რომელიმე კონკრეტულ შეწყალებულ პირთან დაკავშირებით გაჩნდება კითხვა, მან შეძლოს ახსნა, რატომ მიიღო ესა თუ ის გადაწყვეტილება, ჩვენ არ ვართ სამეფო, ვართ რესპუბლიკა, შესაბამისად არ გვყავს მეფე ან დედოფალი, გვყავს პრეზიდენტი, რომელსაც აქვს ვალდებულება შეწყალების აქტი დაასაბუთოს. აქ არ იგულისხმება რამდენიმე გვერდიანი დასაბუთება, იგულისხმება უბრალოდ ახნა ან მინიშნება, თუ რა ედო საფუძვლად ამა თუ იმ გადაწყვეტილებას,"- განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა სიაში მკვლელობისთვის მსჯავრდებულების გარდა არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირისთვის მსჯავრდებული პირიც აღმოჩნდა.
დარწმუნებული ვარ, როგორც ვიდეოში ჩანს, სწორედ ეგრე მოხდა: შეუტანა ხელმოსაწერი ქაღალდები იმ ყაწვილმა, ადგილი რომ ჰქონდა ნაყიდი აპარატში... ამანაც ერთი გადაავლო თვალი (თითქოს ვიღაცისთვის მადლობის გამოცხადების ბრძანებები იყო) , მოაწერა ხელი და მორჩა საქმეს!..
ეს არის განსაცვიფრებელი უპასუხისმგებლობა!..
(არ ვიცოდი, ოთხმეზურის შვილის მკვლელი თუ იყო, თორემ არ შევიწყალებდიო!.. - ეს უნდა თქვას პრეზიდენტმა?! ჩემი შვილის მკვლელი თუ იქნებოდა, მაშინ არა უშავდა?!).
ახლა, რაც ამ ფაქტის მიღმა ჩანს, იმაზე უფრო ვერც სულელად გამოაჩენს ვინმე, ვერც უპასუხისმგებლოდ!
მე არ გამაჩნია რაიმე ბერკეტი ზემოქმედებისათვის, მაგრამ ჩემი განწყობა თუ გაინტერესებს... რომ ვიცოდე, მისი გადაყენების შემთხვევაში, ავტომატურად, მეორე ადგილზე გასული გრიგოლ ვაშაძე არ დაჯდება პრეზიდენტად (არ ვიცი, კანონში როგორ არის გაწერილი), მის იმპიჩმენტს დავუჭერდი მხარს! (ორი მიზეზით: უპასუხისმგებლობისა და თავხედური შეუვალობისათვის).