სინდი კროუფორდის ახალგაზრდობის საიდუმლო ცნობილია. გამოცემა Daily Mail-ის ცნობით, ამერიკელ სუპერმოდელს ახალგაზრდობის შენარჩუნებაში საუნა ეხმარება.
გამოცემის ინფორმაციით, ყოველ დილას 53 წლის მოდელი საუნაში ატარებს, რაც ნაოჭების წარმოქმნას აფერხებს.
სუპერმოდელმა Instagram-ზე საუნაში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. „მომენატრა დილის საუნა. როგორც იქნა, სახლში ვარ“, - წერს პარიზიდან დაბრუნებული კროუფორდი.