ცნობილი მსახიობი ნატალი პორტმანი ნიუ-იორკში გამართული ახალი ფილმის, Lucy in the Sky-ის პრემიერაზე გამოჩნდა. როგორც უცხოური ტაბლოიდები წერენ, მსახიობს Dior-ის მოკლე, წითელი კაბა ეცვა და საუცხოოდ გამოიყურებოდა.
ბოლო პერიოდია პორტმანი განსხვავებული სტილით ჩნდება გულშემატკივრების წინაშე, რაც მას კიდევ უფრო მომხიბვლელს ხდის.
ფილმის სიუჟეტი ასტრონავტის გარშემო ვითარდება. რეჟისორი ნოე ჰოულია, რომლისთვისაც ეს პირველი ნამუშევარია ამ ამპლუაში. ის აქამდე სერიალების Legion-ისა და Fargo-ს სცენარებს წერდა.
Lucy in the Sky ნამდვილ ამბავს ეფუძნება, რომელიც ასტრონავტ ლისა ნოვაკს და მის პარტნიორ ასტრონავტს უილიამ ოიფელინს გადახდათ თავს. ნატალი პორტმანი ფილმში ლუსი კოლას როლს ასრულებს, ასტრონავტის, რომელიც დიდი ხნის მისიის შემდეგ სახლში ბრუნდება და ხვდება, რომ ამ სამყაროსთან კავშირი დაკარგული აქვს.
ფილმში ნატალი პორტმანთან ერთად ჯონ ჰემი, დენ სტივენსი, ელენ ბარსტინი და ზეზი ბეტცი თამაშობენ.