იაპონელი ჩოგბურთელი ნაომი ოსაკა სამშობლოში დისკრიმინაციის მსხვერპლი კიდევ ერთხელ გახდა. იაპონურმა დუეტმა ერთ-ერთ პოპულარულ კომედიურ გადაცემაში თავის პროგრამაში ოსაკაზე ასე იხუმრა: „მისთვის ცუდი არ იქნებოდა მათეთრებელი, რადგან ძალიან გარუჯულია“.
მოგვიანებით კი ამ ციტატის ავტორს აი მურაკამის ბოდიშის მოხდა მოუწია: „უფრო მეტი ყურადღება უნდა მიგვექცია ფრაზებისთვის, რადგან ყოველივე ამით არამარტო ნაომიმ, არამედ სხვა ბევრმა ადამიანმაც შეურაცხყოფილად იგრძნო თავი.“
მსგავს სკანდალში ოსაკა ნახევარი წლის წინაც გაეხვა, როდესაც „ნისინმა“ ჩოგბურთელის გამოსახულებით მაკარონის პროდუქცია გამოუშვა, სადაც სურათზე ნაომის ღია კანის ფერი ჰქონდა.
ქალთა ჩოგბურთის ასოციაციის (WTA) რეიტინგში ნაომი ოსაკა პირველ ადგილზეა.