სიმართლე სასწრაფოდ უნდა გაირკვეს! - სოფო კილაძე ოცნების დეპუტატის სკანდალზე

სიმართლე სასწრაფოდ უნდა გაირკვეს! - სოფო კილაძე ოცნების დეპუტატის სკანდალზე

პარლამენტის ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე საკრებულოს ოცნების დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის გარშემო შექმნილი სკანდალის შესახებ აცხადებს, რომ სიმართლე სასწრაფოდ უნდა გაირკვეს.

„შემაშფოთებელია გავრცლებული ინფორმაცია. სასწრაფოდ არის სიმართლე გასარკვევი. ბუნებრივია, დაუშვებელია ვინმეს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა“, - წერს სოციალურ ქსელში დეპუტატი.

შეგახსენებთ, რომ ილია ჯიშკარიანს საკუთარი თანაშემწე გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს.

შსს-ში ადასტურებენ, რომ მომხდარზე საქმის ძიება სამი მუხლით არის დაწყებული. ჯიშკარიანი ინციდენტის გარშემო უკვე გამოიკითხა.