ძალადობაში ბრალდებული, ილია ჯიშკარიანი უკვე გამოიკითხა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ში ადასტურებენ.
უწყების ცნობით, დეპუტატის სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს.
გამოძიება დაწყებულია 126-ე, 138-ე და 187-ე მუხლებით, რაც ძალადობას, სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოს დეპუტატი ილია ჯიშკარიანი მძიმე სკანდალში გაეხვა. მას გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებენ. მსხვერპლი მისი თანაშემწეა. თამთა თოდაძეს ძალადობის კვალი ინციდენტიდან ერთი კვირის შემდეგაც ეტყობა. ძალადობას ადასტურებს ექსპერტიზაც.