"მე ინდაური გავუშვი ეზოში სოზარ სუბართან!"- ჩარკვიანმა და ხორგუანმა ერთმანეთი არ დაინდეს

სახალხო დამცველის ყოფილმა მოადგილემ, მთაწმინდის მაჟორიტარობის ყოფილმა კანდიდატმა სოფიო ხორგუანმა პარტია “კანონის და სამართალის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი ტყუილში დაადანაშულა და განაცხადა, რომ მან ურცხვად იტყუა მასთან დაკავშირებით გირგვლიანის საქმეზე.

“ერთ-ერთი გადაცემის ეთერში თაკო ჩარკვიანმა რამდენიმე ჟურნალისტის თანდასწრებით ჩემზე განაცხადა, ეუთოში მუშაობდა, მასთან დახმარების სათხოვნელად სანდრო გირგვლიანის დედა ირინა ენუქიძე მივიდა და ის მას არ დაეხმარაო.” – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა მაკა ცინცაძის გადაცემაში “აქტუალური თემა”.

თაკო ჩარკვიანი: მე არ მითქვამს რომ მუშაობდით, თქვენ ბრძანდებოდით ეუთოში და არც ჩააგდეთ საჭიროდ ჩვენი განცხადება. დიახ, თქვენ იყავით ეუთოს დელეგაციაში.

სოფიო ხორგუანი: არც არასდროს ვყოფილვარ და არც არასდროს ვმუშაობდი ეუთოში. თქვენ ახლა იტყუებით პირდაპირ ეთერში. მატყუარა ხართ, ჩვეულებრივი მატყუარა ხართ! 2005 წელს გაეროში ვმუშაობდი და აფხაზეთში დავდიოდი.

თაკო ჩარკვიანი: არა, თქვენ მუშაობდით, დიახ, დიახ…

სოფიო ხორგუანი: აი, ასეთი მატყუარები რომ ხართ, იმიტომ არ გვჯერა თქვენი.

თაკო ჩარკვიანი: მეტსაც გეტყვით, მე ინდაური გავუშვი ეზოში სოზარ სუბართან! აი, ახლა გამახსენდა.

სოფო ხორგიანი: 2006 წელს მე გადავედი სახალხო დამცველის ოფისში და მე ვიყავი ის ადამიანი, ვინც აღმოაჩინა შემდეგ, რომ გირგვლიანის მკვლელები სააკაშვილმა შეიწყალა! და მე გავახმაურე ეს თემა. ამიტომ თქვენ ხართ მატყუარა! ჩვეულებრივი მატყუარა!

Katana . მხოლოდ მატყუარა რომ იყოს, რა უჭირდა!.. სწორი დიაგნოზი დაუსვა ჩერგომ - ავადმყოფია ეს ქალიო!.. არადა, ტელევიზიებს აწყობთ ასეთი ვადმყოფები, რადგამ უცებ ისეთ სისულელეს ბუთქავენ, სკანდალი გარანტირებულია. სკანდალი კი ყველას აინტერესებს... (ნინო ბურჯანაძე მოსკოვში ჩავიდა და პუტინს ეხვეწებოდა, ჯარი შემოიყვანე საქართველოშიო!.. - აბა, შეიძლება ამას რაიმეზე სერიოზულად ეკამათო?!).
5 წლის უკან