ამინდი: როდემდე გაგრძელდება განსაკუთრებით თბილი დღეები?

ამინდი: როდემდე გაგრძელდება განსაკუთრებით თბილი დღეები?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 ოქტომბერს საქართველოს ტერიტორიაზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავალეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში  მაქსიმალური ტემპერატურა +32 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო სანაპირო რაიონებში დაახლოებით +26 დან +28 გრადუსამდე. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, მაქსიმალური ტემპერატურა +25-დან +27 გრადუსამდე დაფიქსირდება. დღის პირველ ნახევარში შესაძლოა, მოიღრუბლოს.

6 და 7 ოქტომბერს, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა 24-29 გრადუსის ფარგლებში იქნება.

რაც შეეხება დედაქალაქს, 7 ოქტომბერს, თბილისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი.