“შიშველი პისტოლეტი“ ვეღარ გაისვრის

“შიშველი პისტოლეტი“ ვეღარ გაისვრის

ლეგენდარული კომიკოსი – ლესლი ნილსენი, გუშინ გვიან ღამით, 84 წლის ასაკში, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი ნახეს.ექიმებმა და პოლიციამ ჯერჯერობით ვერ დაადგინა მსახიობის სიკვდილის მიზეზი. თუმცა, მისი პირადი ექიმი აცხადებს, რომ კომიკოსი ბოლო წლებში გულის დაავდებას უჩიოდა და ამის მიუხედავად, ხშირად უარს ამბობდა მკურნალობის კურსის გავლაზე, რადგან ზოგადად მედიცინას, ცოტა არ იყოს, ალმაცერად უყურებდა.

ლესლი ნილსენი 1926 წელს კანადაში კანადაში დაიბადა და უკვე 1950 წელს, მისი ნიჭის შესახებ მთელმა მსოფლიომ შეიტყო. კინემატოგრაფიაში მსახიობმა მართლაც რომ დიდი კვალი დატოვა და ბევრ ჟანრსა და როლს აუღო ალღო, თუმცა იგი მაინც ყველას კომიკოსად დაამახსოვრდება და ალბათ არავის დაავიწყდება, ლესლის მიერ შესრულებული როლი, კომედიური ჟანრის ფილმ “შიშველ“ პისტოლეტში“. სწორედ ამ როლმა მიუტანა მას ყველაზე დიდი აღიარება და მსახიობს სიცოცხლის ბოლომდე “შიშველ პისტოლეტად“ მოიხსენიებდნენ.

აღსანიშნავია, რომ ნილსენი ორჯერ იყო წარდგენილი ”ემის” ნომინაციაზე.  (1982 და1988 წელს), თუმცა მთავარი პრიზის მიღება მაინც არ ეღირსა. ბოლო პერიოდში, მსახიობი პოლიტიკით იყო დაკავებული და  1984-1986 წლებში, ნილსენს კანადის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაც კი ეკავა.