აშშ-ში მოსწავლე სკოლაში გადატენილი იარაღით მივიდა

აშშ-ში მოსწავლე სკოლაში გადატენილი იარაღით მივიდა

აშშ-ში კალიფორნიის შტატის ქალაქ ჰანთინგტონ-პარკში პოლიციამ დააკავა მოსწავლე, რომელიც სკოლაში გადატენილი იარაღით მივიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია ABC ავრცელებს.

​არსებული ინფორმაციით, პოლიცია შემთხვევის ადგილზე საშუალო სკოლის დირექციამ გამოიძახა. პოლიციის მოსვლამდე სკოლის პერსონალმა დანარჩენი მოსწავლეებისგან გოგოს იზოლირება შეძლეს. მისი ჩანთის ჩხრეკისას პოლიციელებმა გადატენილი პისტოლეტი იპოვეს.

გოგოს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცემენ, მისი ასაკი და ვინაობა არ სახელდება.