ირანში დაკავებულ რუს ჟურნალისტს მალე გაათავისუფლებენ

ირანში დაკავებულ რუს ჟურნალისტს მალე გაათავისუფლებენ

ირანში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ჟურნალისტ იულია იუზიკს მალე გაათავისუფლებენ. ამის შესახებ რუსული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, უწყებამ რუსეთში ირანის ელჩი დაიბარა, რომელმაც დაადასტურა, რომ იუზიკი ირანის სამართალდამცველებმა ჩვენების მისაცემად დააკავეს. „იუზიკს კითხვებზე პასუხების გაცემის შემდეგ მალევე გაათავისუფლებენ“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ინფორმაცია ჟურნალისტიკის დაკავების შესახებ 4 ოქტომბერს იუზიკის შვილმა გაავრცელა.