„შმაქსი" ქუჩაში თუ გამოჩნდა, „მიიშმაქსება", - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე პოლიტიკური პარტია „გირჩის" მიერ კომპანია „შმაქსის" დაფუძნების საკითხს.
„შმაქსი" ქუჩაში ჯერ არ გამოჩენილა, თუკი გამოჩნდებიან მიიშმაქსებიან", - განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის მერმა.
პოლიტიკურმა პარტია „გირჩმა" ახალი კომპანია „შმაქსი" დააფუძნა. როგორც პარტიაში აცხადებენ, „შმაქსი" ტაქსებზე რეგულაციების საპასუხოდ დაფუძნდა.