"ინაშვილის ყოფნა სასარგებლო იყო, რომ ჩვენს პარტნიორებს "ლაივში" ენახათ, რუსული პროპაგანდა რას ნიშნავს" - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ის გიგა ბოკერიამ განაცხადა ატლანტიკურ საბჭოსთან საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა გარე საფრთხეზე, რომელსაც პუტინი წარმოადგენს და შიდა საფრთხეზე, რასაც ივანიშვილი და მისი გუნდი ქმნის:
"პუტინის საფრთხე გარედან, როგორც მთავარი საფრთხე და მეორე ის რისკები, რომელიც მოაქვს ივანიშვილის და მისი გუნდის ნაბიჯებს არჩევნებამდე. ირმა ინაშვილის ყოფნა იყო ძალიან სასარგებლო, რომ ჩვენს პარტნიორებს „ლაივში“ ენახათ რუსული პროპაგანდა რას ნიშნავს. ჩვენმა პარტნიორებმა იციან, რომ ეს უბრალოდ ერთი მარგინალური პარტია კი არ არის, ივანიშვილის პარტნიორი პარტიაა, ანუ ქართული „ოცნების“ ერთ-ერთი დანაყოფია,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ცნობისთვის, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა ბათუმში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის, როუზ გოტმიოლერისა და ნატოს წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების დელეგაციასთან საქართველოს პარლამენტის წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ისაუბრა სამხედრო მიუმხრობლობაზე.
მე არ მეგულება!