ტელეკომპანია „მთავარის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ, რომელიც ხვალ 11 საათზე პროკურატურაშია დაბარებული სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მან მაისური წარწერით - „иди на хуй“ - გამოაქვეყნა. აღნიშნული ფოტოს გამოქვეყნება სავარაუდოდ პროკურატურის მხრიდან მის დაბარებას მოჰყვა.
პროკურატურაში ამბობენ, რომ საქმე ეხება ტელეკომპანია რუსთავი2-დან თანხების მითვისების ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას.
„სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებული ნოდარ მელაძე“,- აცხადებენ პროკურატურაში.
შეგახსენებთ, რომ ამავე საქმეზე გუშინ საგამოძიებო ორგანოს ჩვენება მისცეს გიორგი ლაფერაშვილმა და ზაალ უდუმაშვილმა.