კრიშტიანუ რონალდუ ფეხბურთელის კარიერის დასრულებაზე ფიქრობს. Skysports-ის ინფორმაციით, პორტუგალიელმა ვარსკვლავმა შესაძლოა კარიერა შემდეგ ერთ ან ორ წელიწადში დაასრულოს.
იუვენტუსის 34 წლის ვარსკვლავი აცახედებს, რომ მისთვის ფეხბურთი სიამოვნებაა და სურს ყოველთვის პირველი იყოს.
"შენ შენ თავს უნდა ენდო. ფეხბურთში ვაკონტროლებ - ვიცი რა შემიძლია. ბიზნესში კი ეს რთულია. შენ სხვა ადამიანებზე ხარ დამოკიდებული. მაგრამ კარგი გუნდი მყავს. ეს გამოწვევა იქნება", - ამბობს პორტუგალიელი.
ფეხბურთლის თქმით, მას ყოველთვის სურდა, რომ პირველი ყოფილიყო და ეს "100%-ით შეასრულა". რონალდუმ დასძინა, რომ ბიზნესშიც მისი მიზნები ისეთივე იქნება, როგორიც ფეხბურთელობის დროს არის.