იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრებმა ფიჯის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და დიდი ანგარიშით დამარცხდა.
კუნძულელებმა მე-20 წუთზე ლელო დადეს, რომელიც ზუსტად გარდასახეს და 7:0 დაწინაურდნენ, 35-ე წუთზე სოსო მათიაშვილმა ჯარიმით სხვაობა შეამცირა. პირველ ტაიმში ქართველებმა 3:7 წააგეს.
მეორე ნახევარში ფიჯელებმა 6 ლელო დადეს. ქართველებმა კი მხოლოდ 7 ქულის დაგროვება შეძლეს, 55-ე წუთზე მამუკა გორგოძის ლელო სოსო მათიაშვილმა ზუსტად გარდასახა. საბოლოოდ ბორჯღალოსნები 10:45 დამარცხდნენ.
ფიჯისთან საქართველოს ნაკრებს ასეთი სხვაობით აქამდე არასდროს წაუგია.
ბორჯღალოსნები მორიგ შეხვედრას ავსტრალიის ნაკრებთან 11 ოქტომბერს გამართავენ. მატჩი თბილისის დროით 14:15 საათზე დაიწყება.