მიხაელ შუმახერის ექიმმა, ფილიპ მენაშიმ სპორტსმენის მკურნალობის კურსის შესახებ პირველად ისაუბრა. ექიმმა განაცხადა, თუ რა მეთოდები გამოიყენა, მრბოლელის კომური მდგომარეობიდან გამოსაყვანად.
ეს მეთოდი, ღეროვანი უჯრედებით მკურნალობის ინოვაციური კურსს მოიცავდა, რომელიც შუმახერის კომიდან გამოსაყვანად ეფექტური აღმოჩნდა. „მე სასწაულ მეთოდებს არ ვიყენებ. მე და ჩემი გუნდი ექსპერიმენტებს არ ვატარებთ. ეს შეურაცხმყოფელი ტერმინია, რომელიც ჩვენს ხედვას არ შეესაბამება“. - ამბობს ექიმი.
ცოტა ხნის წინ, შუმახერი პარიზში შვეიცარიიდან 9 სექტემბერს გადაიყვანეს. ტრანსპორტირებისას შუმახერს მონდომებით მალავდნენ უცხო პირებისგან - საკაცე სპეციალურად იყო შეფუთული. გერმანელს 10 ექიმი ახლდა თან. ასევე უცხოური პრესა წერდა, რომ მას მალე საავადმყოფოდან გაწერდნენ.
ლეგენდარული მრბოლელი 2013 წელს ფრანგულ მერიბელში თხილამურებით სრიალისას დაშავდა. მან თავის ტვინის უმძიმესი დაზიანება მიიღო და რამდენიმე თვის განმავლობაში კომაში იყო. შუმახერის წარმომადგენლები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ივლისში ჟან ტოდტმა Radio Monte Carlo-ს განუცხადა, რომ სპორტსმენი თავს უკეთ გრძნობს და 2019 წლის გრანპრისაც უყურებს.