პომპეომ ტრამპის და ზელენსკის საუბარში მონაწილეობა დაადასტურა

პომპეომ ტრამპის და ზელენსკის საუბარში მონაწილეობა დაადასტურა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ დაადასტურა, რომ დონალდ ტრამპის და ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბარს უსმენდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაცით, შესაბამისი განცხადება დიპლომატმა იტალიაში ვიზიტის დროს, ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა. „დიახ, მე ვმონაწილეობდი ამ საუბარში“, - თქვა პომპეომ, თუმცა სხვა კითხვებს აღარ უპასუხა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შტატებისა და უკრაინის პრეზიდენტების სკანდალურ სატელეფონო საუბარში მონაწილეობდა Wall Street Journal-მა გაავრცელა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ნაწილმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ფორმალური პროცედურა 25 სექტემბერს დაიწყო. ამის მიზეზი ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შემდგარი სატელეფონო საუბარი გახდა, რომელშიც თეთრი სახლის მეთაური კოლეგას აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვაჟის უკრაინაში საქმიანობის გამოძიებას სთხოვა.