დონალდ ტრამპის ქონება $3,1 მილიარდამდე შემცირდა

დონალდ ტრამპის ქონება $3,1 მილიარდამდე შემცირდა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ქონებამ $3,1 მილიარდი შეადგინა, ამის შესახებ Forbes წერს.

აშშ-ის ლიდერი ქვეყნის უმდიდრესი ადამიანების სიაში 275-ეა. გამოცემის ცნობით, ტრამპის პოზიცია 2018 წელთან შედარებით 16 პოზიციით შემცირდა. გაპრეზიდენტებამდე ტრამპი უმდიდრესი ადამიანების სიაში 156-ე იყო. მისი მდგომარეობა 119 პოზიციით გაუარესდა.

გამოცემის ცნობით ამის მიზეზია ის, რომ დეველოპერები შენობებს მის სახელს აღარ არქმევენ.

ჟურნალმა Forbes აშშ-ის ყველაზე მდიდარი ადამიანების ყოველწლიური რეიტინგი დღეს გამოაქვეყნა. გამოცემა ამ რეიტინგს 1981 წლიდან აქვეყნებს.