პოჩეტინო: „რთულია ასეთ მარცხს შეეგუო“

პოჩეტინო: „რთულია ასეთ მარცხს შეეგუო“

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, შინ „ბაიერნთან“ 2:7 წაგების შემდეგ, „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„რთულია მსგავს მარცხს შეეგუო. მაგრამ როცა მოწინააღმდეგეს ასეთი დონის ფეხბურთელები ჰყავს და თან ყველა მომენტს იყენებს, რა გეწყობა. რა თქმა უნდა, გულგატეხილნი ვართ, მაგრამ სწორედ ახლა გვმართებს ერთად დგომა. მხოლოდ ასე დავრჩებით ძლიერებად.

ფეხბურთში შედეგი დღეს უნდა აჩვენო. არავის აინტერესებს რა იყო სამი თვის წინათ. მნიშვნელოვანია დღეს რა შეგიძლია.“ - უთხრა არგენტინელმა სპეციალისტმა უეფას პრესსამსახურს.