ამერიკელი მორბენალი ფინიშის ხაზთან მეხის დაცემის შედეგად დაიღუპა

ამერიკელი მორბენალი ფინიშის ხაზთან მეხის დაცემის შედეგად დაიღუპა

კანზასის შტატის ქალაქ ელკ-სითიში თითქმის ფინიშის ხაზამდე მისულ მორბენალს მეხი დაეცა და დაიღუპა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც 33 წლის ტომას სტენლი 50 კილომეტრ დისტანციაზე სირბილის დროს ფინიშის ხაზთან იყო უკვე ახლოს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

შეჯიბრის სხვა მონაწილეებმა და ორგანიზატორებმა მისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენა სცადეს, მაგრამ ის მეხის დაცემის შედეგად მიღებული ტრავმების გამო გარდაიცვალა.

მორბენალს ცოლი და სამი შვილი დარჩა. BBჩ-ს ცნობით, მისი ოჯახისთვის ერთ დღეში 45 ათას დოლარზე მეტი შეგროვდა. ტომას სტენლის მედალი მის ცოლს გადასცეს.