ტრამპმა მისი იმპიჩმენტის პროცედურას სახელმწიფო გადატრიალება უწოდა

ტრამპმა მისი იმპიჩმენტის პროცედურას სახელმწიფო გადატრიალება უწოდა

დონალდ ტრამპმა დემოკარატების მიერ კონგრესში მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება სახელმწიფო გადატრიალებას შეადარა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა.

„დღითიდღე სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ რაც ხდება, ეს არ არის იმპიჩმენტი, ეს სახელმწიფო გადატრიალებაა“, - წერს თეთრი სახლის ლიდერი.

ტრამპის განმარტებით, გადატრიალების მიზანია, ამერიკელებს ჩამოართვან მათი ხმები და თავისუფლება.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ნაწილმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ფორმალური პროცედურა 25 სექტემბერს დაიწყო. ამის მიზეზი ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შემდგარი სატელეფონო საუბარი გახდა, რომელშიც თეთრი სახლის მეთაური კოლეგას აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვაჟის უკრაინაში საქმიანობის გამოძიებას სთხოვა.