25 წლის წინ, 1987 წლის 2 ნოემბერს ცნობილმა ბრიტანელმა მუსიკოსმა ჯორჯ ჰარისონმა გაყიდვაში ახალი სტუდიური ალბომი „Cloud Nine” გამოუშვა.
ამ დისკის ჩაწერაში ჰარისონს ჯგუფი „Electric Light Orchestra”-ს ლიდერი ჯეფ ლინი ეხმარებოდა.
გუშინ ზემოთდასახელებულ ალბომს 25 წელი შეუსრულდა.
ჯეფ ლინის გარდა ამ ჩანაწერში მონაწილეობა ერიკ კლეპტონმა, ელტონ ჯონმა, მედოლე ჯიმ კელტნერმა, საქსოფონისტმა ჯიმ ჰორნმა, კლავიშებზე დამკვრელმა გერი რაიტმა და თავად რინგო სტარმა მიიღეს.
გაყიდვაში გამოჩენიდან ერთ კვირაში, ალბომში განთავსებული კომპოზიცია „Got My Mind Set on You” ამერიკულ ჰიტ - აღლუმებში პირველ საფეხურზე განთავსდა.