გვარდიოლა:

გვარდიოლა: "ჩემპიონთა ლიგას თუ ვერ მოვიგებ, თავს არ მოვიკლავ"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის ვერმოგება მის ცხოვრებას ვერ შეცვლის და თავს ამის გამო არ მოიკლავს.

„მინდა ჩემპიონთა ლიგის მოგება, მაგრამ თუ ვერ მოვახერხებ, ეს ჩემს ცხოვრებას არ შეცვლის. თვითმკლველობას ვერ ჩავიდენ. ცხადია, ვეცდებით მოგებას და ბედნიერი ვიქნები თუ ამას გავაკეთებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მომავალ წელს იგივე მიზანს დავისახვთ“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლას კარიერაში ორჯერ (2009, 2011 წლებში) აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა.