ნიკოლოზ ბასილაშვილმა წარმატებით დაიწყო ტიტულის დაცვა პეკინის AთP500-ის ტურნირზე. ქართველმა ორ სეტში დაამარცხა რეიტინგის 22-ე ნომერი, არგენტინელი გვიდო პეია.
პირველ სეტში ნიკამ ძალიან დამაჯერებლად ითამაშა საკუთარ მოწოდებაზე – ჯამში ექვს თავის გეიმში მხოლოდ ექვი ქულა წააგო. მეტოქის მოწოდებაზე კი ბასილაშვილს ოთხი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ერთხელ აიღო არგენტინელის გეიმი.
მეორე პარტიაში თამაშის სურათი შეიცვალა – ბასილაშვილს გაუჭირდა საკუთარი მოწოდების შენარჩუნება და პეიას მეტოქის პირველ სემ გეიმში რვა ბრეიკ-პოინტი ჰქონდა. საბოლოოდ, არგენტინელმა შეძლო მატჩში პირველი ბრეიკის შესრულება და 3:1 დაწინაურება, მაგრამ ბასილაშვილმა იქვე მოახერხა საპასუხო ბრეიკის აღება.
სეტის მეორე ნაწილში ქართველს ჰქონდა უპირატესობა და შეეძლო საქმე ტაი-ბრეიკამდე არ მიეყვანა – ბასილაშვილმა 4:4-ზე და 5:5-ზე სამი დაფარული მატჩბოლი მოიპოვა, მაგრამ სამივე შანსი გაანიავა.
საბოლოოდ, მეორე პარტიის ბედი ტაი-ბრეიკს უნდა გადაეწყვიტა, რომელშიც, თავდაპირველად, ჩოგბურთელები სტაბილურად იღებდნენ ქულებს საკუთარ მოწოდებაზე. პირველი მინი-ბრეიკი ბასილაშვილმა შეასრულა და 5:3 დაწინაურდა. იქვე მეორე მინი-ბრეიკიც მიაყოლა და შემდეგ პირველივე მატჩბოლი გამოიყენა.
შეხვედრა საათი და 44 წუთი გაგრძელდა და ნიკამ 6:4, 7:6(3) მოიგო.