უკრაინის ექს გენპროკურორი: ბაიდენზე გამოძიების დაწყების მიზეზი არ არსებობს

უკრაინის ექს გენპროკურორი: ბაიდენზე გამოძიების დაწყების მიზეზი არ არსებობს

უკრაინის ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის, ჯო ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მიზეზი არ არსებობს.

იური ლუცენკოს განცხადებით, ნებისმიერი სახის გამოძიება ბაიდენისა და მისი ვაჟის წინააღმდეგ აშშ-ში უნდა დაიწყოს.

"უკრაინული სამართლიდან გამომდინარე ჯო ბაიდენისა და ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მიზეზს ვერ ვხედავ", - განაცხადა იური ლუცენკომ BBC-სთან ინტერვიუში.

თეთრი სახლის მეთაურის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის გამო დემოკრატიულმა პარტიამ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო.

ტრამპი ზელენსკის უკრაინაში კომპანია Burisma-ს საქმიანობის გამოძიებას სთხოვდა, რომლის დირექტორთა საბჭოში ხანტერ ბაიდენი შედიოდა, აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვაჟი ხანტერი შედიოდა. 2020 წლის არჩევნებზე ჯო ბაიდენი ტრამპის კონკურენტად მოიაზრება. იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებით ტრამპმა ვიდეომიმართვა გაავრცელა.