„ჩელსი“ ნეიმარში 300 მილიონს გადაიხდის

„ჩელსი“ ნეიმარში 300 მილიონს გადაიხდის

მომავალ ზაფხულს, „ჩელსი“ პსჟ-ის თავდამსხმელის, ნეიმარის ყიდვას შეეცდება - გვამცნობს El Desmarque. წყაროს ინფორმაციით, ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობა პარიზულ კლუბს ისეთ ფინანსურ წინადადებას შესთავაზებს, რომელიც გაცილებით აღემატება სხვებისას.

კერძოდ, „ჩელსი“ ნეიმარში 300 მილიონი ევროს გადახდას აპირებს, თავად ფეხბურთელს კი წელიწადში ჯამაგირად 42 მილიონს შესთავაზებს, რაც მას მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშედ გახდის.

გასულ ზაფხულს, ნეიმარმა „პარი სენ-ჟერმენის“ დატოვების სურვილი გამოთქვა. მისი გადაბირების მთავარი პრეტენდენტები „ბარსელონა,“ მადრიდის „რეალი“ და „იუვენტუსი“ იყვნენ, მაგრამ საბოლოოდ, ვერცერთი მოელაპარაკა პსჟ-ის ხელმძღვანელობას ბრაზილიელის ტრანსფერზე.