იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი სენსაცია დაფიქსირდა. ურუგვაიმ ფიჯი 30:27 დაამარცხა.
პირველ ტაიმში კუნძულელები 12:7 დაწინაურდნენ, რის შემდეგაც პირველ ტაიმში ღირებული ვერაფერი შექმენეს, ხოლო ურუგვაელებმა ორი ლელო და ერთი ჯარიმა გაიტანეს, ჯამში კი ტაიმი სამხრეთ ამერიკელებმა 24:12 მოიგეს.
მეორე ნახევარი ფიჯელებმა აქტიურად დაიწყეს და 47-ე წუთზე ბურთი დაამიწეს, მაგრამ გარდასახვა ვერ გაიტანეს და ზოგადად ოკეანელების დამრტყმელმა 5 დარტყმა ვერ გამოიყენა.
მატჩში გადამწყვეტი 75 წუთზე ურუგვაელების გატანილი ჯარიმა აღმოჩნდა, რითაც 30:22 დაწინაურდა და 8 ქულიან ჰანდიკაპს ერთი გარდასახული ლელოც ვეღარ შველოდა. თუმცა ფიჯმა ბოლო წამზე ლელო დადო და პრემიალური ქულა მოიპოვა.