"ბრუკლინ ნეტსის" ფორვარდი კევინ დურანტი 2019/20 წლების სეზონს მთლიანად გამოტოვებს, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის გენერალური მენეჯერი შონ მარკსი ავრცელებს.
"სარეაბილიტაციო პროცესი ნორმლაურად მიდის, მაგრამ წესით კევინი მთელ სეზონს გამოტოვებს"- განაცხადა მარკსმა.
დურანტს ქუსლის სერიოზული ტრავმა აწუხებს, მან ეს დაზიანება განვლილი სეზონის პლეი-ოფში მიიღო.
კევინმა "ბრუკლინთან" ზაფხულში 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაშიც ფორვარდი 165 მილიონ დოლარს მიიღებს.