7 ხერხი შფოთის მოსახსნელად

7 ხერხი შფოთის მოსახსნელად

ჩვენ არ შეგვიძლია სამუდამოდ დავემშვიდობოთ სტრესს, თუმცა მისი მართვა რეალურია. შფოთვის მოხსნის ერთ-ერთი ეფექტური მიზეზი მედიტაციაა. ის გვასწავლის როგორ ჩამოვყალიბდეთ სწრაფად, მივაღწიოთ სიმშვიდეს და შევხედოთ ყველაფერს გვერდიდან. მედიტაციით საკუთარ გრძნობებში გაერკვევით და მათზე რეაგირებას მოახდენთ. როცა დაძაბული პერიოდი გექნებათ, გაითვალისწინეთ ეს 7 რჩევა და დაბრუნდით რეალობაში.

ფოკუსირება მოახდინეთ ჩასუნთქვაზე და ამოსუნთქვაზე. დაიდეთ ხელი მუცელზე და კონცენტრირდით სუნთქვაზე. ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ ნელა. ფიქრებში დაითვალეთ: 1 ჩასუნთქვაზე, 2 ამოსუნთქვაზე და ა.შ. ხელით იგრძენით მუცლის მოძრაობა. გააკეთეთ ეს 10 წამის მანძილზე.

კონცენტრირდით ხელებსა და ფეხებზე. გაამახვილეთ ყურადღება იმაზე, თუ რას გრძნობენ ფეხები იატაკზე დგომისას. რა განცდაა ხელების კლავიატურაზე შეხება. როგორ ეკვრის ზურგი სკამის საყრდენს. ყველაფერი, რაც გაგაანალიზებინებთ თუ სად იმყოფებით ამ მომენტში და რითი ხართ დაკავებული.. მიეცით ფიქრებს ფართო გზა და ნუ გამოკეტავთ გონებაში, მიჰყევით მათ დინებას, მაგრამ როგორც კი მიხვდებით, რომ მასთან ერთად ჩაიკარგეთ, დაუბრუნდით სუბთქვას და ფოკუსირება მოახდინეთ სხეულის ნაწილებზე.

სხეულის „სკანირება“ - დაიწყეთ შუბლიდან. დახუჭეთ თვალები და ფოკუსირდით მის სიცივეზე. შემდეგ ჩასუნთქვით და ამოსუნთქვით მოახდინეთ მთელი სხეულის „სკანირება“. შეჩერდით კონკრეტულ ნაწილებზე: თვალებზე, პირზე, კისერზე..... აღნიშნეთ თითოეული განცდა, რომელსაც გრძნობთ და ნუ ჩაიციკლებით კონკრეტულ გრძნობებზე. უბრალოდ დაიმახსოვრეთ ეს განცდები და განაგრძეთ წინსვლა. მაგალითად, „ჩემი შუბლი ცივია“, „ჩემი ფეხები თბილი და მძიმეა“.... შეისწავლეთ სხეული ორი-სამჯერ.

წარმოიდგინეთ ნათელი, თბილი მზის სინათლე თავში. მშვენივრად იცით როგორია ფანჯარასთან ჯდომა და მზის სხივებისთვის თავის მიშვერა, ან სანაპიროზე წოლა. გაიხსენეთ ეს განცდა, როცა შფოთს განიცდით. წარმოიდგინეთ, რომ ეს სინათლე არამხოლოდ სახეზე, არამედ სხეულის ყველა ნაწილზე გეცემათ. საშუალება მიეცით სითბოს და სინათლეს სხეულზე დაძაბულობა მოგიხსნათ.

დაფიქრდით იმაზე, თუ რა გსურთ. როცა უბრალოდ სხედხართ საკუთარ ფიქრებთან, არაფრის მოლოდინით და გაკიცხვით, გონებას დამატებით სივრცეს აძლევთ, რათა მოდუნდეს.

იფიქრეთ ადამიანზე, რომელიც გიყვართ და წარმოიდგინეთ, რომ მის შფოთვას ამოისუნთქავთ. ჩასუნთქვისას იფირეთ მის ყველა დადებით თვისებაზე და დროზე, რომელიც ერთად გაატარეთ. ჩაისუნთქეთ კარგი და ამოისუნთქეთ ცუდი. ეს სავარჯიშო ეფექტურია იმისთვის, რომ სხვა ადამიანის განცდებზე ვკონცენტრირდეთ.

ისაუბრეთ საკუთარ თავთან. ისე, თითქოს სხვას ესაუბრებით. გამოყავით წუთი, რათა დააფასოთ რაიმე კარგი, რაც ბოლო დროს შეგემთხვათ. კითხეთ საკუთარ თავს: „რას ვაფასებ ცხოვრებაში ყველაზე მეტად?“ ამ ფიქრზე 30 წამით შეჩერდით. კითხვები, რომლებსაც საკუთარ თავს ისე დაუსვამთ, თითქოს სხვას ეკითხებით, მოგცემთ საშუალებას თავი უკეთ იგრძნოთ.