მარადონას „ხიმნასიამ“ ისევ წააგო

მარადონას „ხიმნასიამ“ ისევ წააგო

არგენტინის სუპერლიგის მე-7 ტურის მატჩში, „ხიმნასია ესგრიმამ“ „ტალიერესთან“ წააგო - 1:2. ეს „ხიმნასიის“ ზედიზედ მეორე მარცხი გახლდათ დიეგო მარადონას ხელმძღვანელობით.

ანგარიში მე-11 წუთზე გახსნა ტალიერესელმა ხონათან მენენდესმა. მეორე ტაიმის დასაწყისში წონასწორობა მანუელ გუანინიმ აღადგინა. მაგრამ 78-ე წუთზე, მასპინძელმა დაირო მორენომ ზუსტად დაარტყა თერთმეტმეტრიანი და „ტალიერესს“ გამარჯვება მოუტანა.

„ტალიერესი“ 16 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. „ხიმნასია“კი ბოლო - 24-ზე.

მე-8 ტურში, 28 სექტემბერს, მარადონას გუნდი „რივერ პლეიტს“ უმასპინძლებს.