ბრიუს სპრინგსტინი 70 წლის გახდა. ამის შესახებ Rolling Stone წერს.
20 გრემის, ოსკარისა და ორი ოქროს გლობუსის მფლობელმა მუსიკოსმა იუბილესთან დაკავშირებით შეერთებულ შტატებსა და ევროპაში ტურნე დააანონსა, რომლის ფარგლებშიც თაყვანისმცემლებს დოკუმენტურ ფილმს „დასავლურ ვარსკვლავებს“ წარუდგენს.
ფილმი ამავე სახელწოდების ალბომს ეძღვნება, რომელიც 2019 წლის ივნისში გამოვიდა და ჩარტების ლიდერი გახდა. ტურნე 11 ოქტომბერს ლონდინით დაიწყება.