ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA) წლის საუკეთესო მწვრთნელად იურგენ კლოპი დაასახელა.
გერმანელმა სპეციალისტმა, რომელიც „ლივერპულს“ წვრთნის, გამოკითხვაში მაურისიო პოჩეტინოსა და ხოსეპ გუარდიოლას გაუსწრო.
კლოპის ხელმძღვანელობით „ლივერპულმა“ გასულ სეზონზე ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მიმდინარე სეზონზე კი ინგლისურმა კლუბმა ექვსივე შეხვედრაში გაიმარჯვა და ქვეყნის ჩემპიონატში პირველ ადგილზეა.